ფიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიონი (შვეიცარია).

ფიონი (გერმ. Föhn; ლათ. favonius – თბილი დასავლეთის ქარი) — თბილი, მშრალი მძაფრი ქარი, რომელიც დროდადრო უბერავს მთებიდან ხეობებისაკენ. ფიონის დროს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად და სწრაფად მაღლდება, ხოლო შეფარდებითი სინოტივე მკვეთრად ეცემა, ზოგჯერ 10-20%-მდეც.

ფიონის დაწყების დროს შეიმჩნევა ტემპერატურის მკვეთრი და სწრაფი რყევა, ასევე ირყევა ტენიანობაც, როდესაც ხდება ფიონის თბილი ჰაერის შეჯახება ცივ ჰაერთან, რომლებიც ხეობებს ავსებენ. ფიონის სიმკვეთრე მიუთითებს ფიონური ნაკადის ძლიერ ტურბულენტურობაზე. ფიონი გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ზოგჯერ ხდება შეჩერება.

ფიონები ალპებში უძველესი დროიდანაა ცნობილი. ფიონი ძალზე ხშირია დასავლეთ კავკასიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ კალთებზე. ხშირად შეინიშნება ყირიმის ნახევარკუნძულზე, ალთაისა და შუა აზიის მთებში, იაკუტიაში, დასავლეთ გრენლანდიაში, კლდოვანი მთების აღმოსავლეთ კალთებზე და ასევე სხვა მრავალ მთათა სისტემაზე.

ფიონის ცა ჟენევაში (შვეიცარია).

ფიონი შეიძლება წარმოიქმნას ნებისმიერ მთათა სისტემაში, თუ ჰაერის საერთო ცირკულაციის დინება კვეთს ქედებს საკმაო სიმაღლეზე. ქარპირა მხარეებში ჰაერი ეშვება ქედებიდან, ხოლო წარმოქმნილი სივრცითი ჰაერის გათხელება მიისწრაფვის მაღლამდებარე ფენებზე. ფიონის დროს არსებული მაღალი ტემპერატურა განპირობებულია მისი ადიაბატური გათბობით. ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი თითქმის ყოველთვის მშრალადიაბატურზე ნაკლებია.

ხანგრძლივი და ინტენსიური ფიონის შედეგად მიმდინარეობს მთებში თოვლის დნობა. ზაფხულის ფიონი მაღალი ტემპერატურისა და სიმშრალის ხარჯზე დამღუპველად მოქმედებს მცენარეულობაზე. ასე მაგ., დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი) არის შემთხვევები, სადაც ზაფხულის ფიონების დროს მიმდინარეობს ხეების ფოთლების ცვენა და მოწყვეტა.

ფიონი ფიქსირდება ასევე არქტიკულ ჰაერში. ისლანდიაში ძლიერი ფიონების დროს ფიქსირდებოდა ჰაერის ტემპერატურის მატება თითქმის 30°C-ით (რამდენიმე საათის განმავლობაში).


გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • С. П. Хромов, М. А. Петросянц, Метеорология и климатология, МГУ. 2001.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფიონი&oldid=2398862“-დან