სეპტიმერის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სეპტიმერის უღელტეხილი | |
|---|---|
| ტიპი | უღელტეხილი |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 2310 მ |
| მდებარეობა | შვეიცარიის ალპები |
სეპტიმერის უღელტეხილი (გერმ. Septimerpass, რომან. Pass da Sett, იტალ. Passo del Settimo) — უღელტეხილი ალპებში. სიმაღლე 2310 მ.[1] გადადის გზა ბრეგალიის ხეობიდან ობერჰალბშტაინის ხეობაში. უახლოესი დასახლებული პუნქტებია: კასაჩია (1458 მ, ბრეგალის ხეობა, მანძილი 6 კმ) და ბივიო (1769 მ, ობერჰალბშტაინის ხეობა, მანძილი 4 კმ). სეპტიმერის უღელტეხილი ცნობილია რომის იმპერიის პერიოდიდან. მალოიას უღელტეხილზე გზის გაყვანის შემდეგ სეპტიმერმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სეპტიმერის უღელტეხილი (გერმანული)