ყვავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვავი
Corvus corax (FWS).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Corvus

ყვავი (ლათ. Corvus) — ბეღურასნაირთა რიგის ორი ფრინველის კრებითი სახელწოდება. შეფერილობის მიხედვით არჩევენ რუხ ყვავს (Corvus cornix) და შავ ყვავს (Corvus corone). მათი არეალების სასაზღვრო ზონებში გვხვდება გარდამავალი შეფერილობის ნაჯვარი ინდივიდები. ყვავის სხეულის სიგრძე 44-56 სმ აღწევს, ბინადრობს ევროპაში, აზიასა (გარდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთისა) და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში (ნილოსის შესართავი). საქართველოში ბინადრობს და ფართოდაცაა გავრცელებული რუხი ყვავი, შავი ყვავი კი შემჩნეულია მხოლოდ შემოფრენისას. ზამთარში ჩრდილოეთით მცხოვრები პოპულაციები უფრო სამხრეთით ნობადობენ. ყვავი პოლიფაგია (ყოვლისმჭამელი).

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყვავი&oldid=2755767“-დან