კლაუზენის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კლაუზენის უღელტეხილი | |
|---|---|
| ტიპი | უღელტეხილი |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 1948 მ |
| მდებარეობა | შვეიცარიის ალპები |
კლაუზენის უღელტეხილი (გერმ. Klausenpass) — უღელტეხილი შვეიცარიის ალპებში. სიმაღლე 1948 მ. აკავშირებს ურისა და გლარუსის (ცენტრალური შვეიცარია) კანტონებს. მისასვლელი გზა იწყება ურის კანტონიდან, საიდანაც მიუყვება შეხენის ხეობას; აქედან გზა მიდის უღელტეხილის უმაღლეს წერტილამდე, ხოლო ამ უკანასკნელიდან ეშვება ურნერბოდენის ხეობაში ლინთალის დასახლებამდე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კლაუზენის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.- კლაუზენის უღელტეხილი (გერმანული)