დიდი საბჭოთა ენციკლოპედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მე-3 გამოცემის თავფურცელი.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუს. Большая советская энциклопедия, БСЭ) — ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და ყოვლისმომცველი ენციკლოპედია, გამოცემული საბჭოთა ენციკლოპედიის სახელმწიფო გამომცემლობის მიერ.

სულ გამოვიდა სამი გამოცემა. პირველი გამოცემა 65 ტომით (65.000 თემით, პლუს დამატებითი ტომი სსრკ-ს შესახებ) გამოვიდა 1926-47 წლებში, მთავარი რედაქტორი იყო ოტო შმიდტი (1941-მდე). მეორე გამოცემა 50 ტომით (100.000 თემა, პლუს დამატებითი ტომი) გამოიცა 1950-58 წლებში; მთავარი რედაქტორები: სერგეი ვავილოვი (1951-მდე) და ბორის ვედენსკი (1969-მდე); ორი საინდექსო ტომი ამ გამოცემისთვის გამოიშვა 1960 წელს. მესამე გამოცემა დაიბეჭდა 1969-78 წლებში და შეიცავდა 30 ტომს (100.000 თემა, პლუს საინდექსო ტომი, რომელიც 1981-ში გამოვიდა; ასევე ტომი 24 არის ორ წიგნად, ერთ-ერთი მათგანი სქელტანიანი წიგნია სსრკ-ს შესახებ), 50 მილიონი სიტყვით, მთავარი რედაქტორი - ალექსანდრე პროხოროვი (1969-დან).

მესამე გამოშვება ითარგმნა ინგლისურად 1973 წლიდან. ყოველი ტომი ცალკე ითარგმნებოდა და საჭიროებდა საინდექსო ტომის გამოყენებას ყოველი თემის მოსაძებნად.

1957-1990 წლებში დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ყოველწლიური გამოცემა იბეჭდებოდა, რომელშიც სტატიები და თემები საბჭოთა კავშირსა და მსოფლიო მოვლენებზე განახლებული ინფორმაციით შედიოდა.

პირველი ონლაინ გამოცემა, მესამე (ე.წ. წითელი) გამოცემის ტექსტისა და გრაფიკის ზუსტი რეპლიკა გამოსცა Rubricon.ru-მ 2000 წელს.

მეორე გამოცემის ტომები

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

  • დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ა. მ. პროხოროვის რედაქციით (ნიუ-იორკი: მაკმილანი, ლონდონი: კოლიე მაკმილანი, 1974-1983), 31 ტომი, სამი საინდექსო ტომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]