ზღვის დონე
ვიკიპედიიდან
23 გრძელი მოქცევის ჩანაწერის მიხედვით მე-20 საუკუნის განმავლობაში ზღვის დონე 20 სმ-ით გაიზარდა (2 მმ-ით წლიურად)
ზღვის დონე — ზღვის საშუალო სიმაღლე, რომელიც ერთი განსაზღვრული ათვლის ზედაპირიდან იზომება. ათვლის ზედაპირის განსაზღვრა სიძნელეებთანაა დაკავშირებული და რთულ გაზომვებს ითვაილისწინებს, რაც ზღვის დონის ზუსტ განსაზღვრას აძნელებს. განარჩევენ „მყისიერ“, მოქცევის, საშუალო დღე-ღამის, საშუალო თვიურ, საშუალო ნახევარი წლიურ და საშუალო მრავალწლიურ ზღვის დონეებს.