ტბის თოლია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტბის თოლია
Larus ridibundus.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: მეჭვავიასნაირნი
ოჯახი: თოლიასნაირნი
ლათინური სახელი
Larus ridibundus
დაცვის სტატუსი
Larus ridibundus distribution map.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
[{{fullurl:commons:{{{commons}}}|uselang=ka}} სურათები
ვიკისაწყობში]

ITIS 176835
NCBI 8914

ტბის თოლია (ლათ. Larus ridibundus) — ფრინველი თოლიასნაირთა ოჯახისა. გვხვდება ევროპაში, აზიასა და კანადის სანაპირო რაიონებში. ძირითადად გადამფრენია, იზამთრებს სამხრეთში, თუმცა ზოგჯერ დასავლეთ ევროპაშიც ბუდობს. გვხვდება უმეტესწილად მტკნარი წყალსატევების პირზე კოლონიებად, სადაც მათი რაოდენობა ათასობითაა და ამ პირობებში მეტად აქტიურობენ. დამახასიათებელია მომრგვალო თავი და ვიწრო ნისკარტი. სხეულის სიგრძე 35-39 სმ, ფრთების შლილი 86-99 სმ, წონა 200-350 გ. სქესობრივად მწიფდება მე-2 წელს. ბუდობს ზომიერი კლიმატის პირობებში. იკვებება თევზით, მწერებით, ჭიებითა და სხვ.

XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ევროპაში სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარებასთან ერთად ტბის თოლიების არეალი საგრძნობლად გაიზარდა. ევროპაში გავრცელების არეალი მიუყვება საფრანგეთის სამხრეთ საზღვარს, გადის მდინარე პოს ხეობაზე და გრძელდება იტალიაში, სერბეთში, ბულგარეთში, მიუყვება შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს, სამხრეთ კავკასიასა და კასპიის ზღვას. ადგილ-ადგილ გვხვდება პირენეს ნახევარკუნძულის ცენტრალურ და ხმელთაშუაზღვისაპირეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ბუდობს კუნძულ კორსიკაზე, სარდინიასა და სიცილიაში, ბრიტანეთისა და ფარერის კუნძულებზე, აგრეთვე სკანდინავიაში ზღვის სანაპირო რაიონამდე. გვხვდება აზიაშიც, მათ შორის რუსეთში. ტბის თოლია გვხვდება საქართველოშიც.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]