რონა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 813 კმ |
| აუზის ფართობი | 98 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | რონის მყინვარი |
| ჩაედინება | ხმელთაშუა ზღვა |
| განლაგებულია | |
| ქვეყნები | შვეიცარია საფრანგეთი |
| ქალაქები | ჟენევა (შვეიცარია) ლიონი, ვალანსი, ავინიონი, არლი (საფრანგეთი) |
რონა (ფრანგ. Rhône, ლათ. Rhodanus) — მდინარე შვეიცარიასა და საფრანგეთში. სათავე აქვს ლეპონტის ალპებში, რონის მყინვარზე. გაედინება ჟენევის ტბაში და გადის რონის დაბლობზე. ორი ტოტით ერთვის ხმელთაშუა ზღვის ლიონის ყურეს და აჩენს დელტას. რონას მთავარი შენაკადებია: მარჯვენა - ენი, სონა, არდეში; მარცხენა - იზერი, დიურანსი. უმთავრესად საზრდოობს თოვლისა და მყინვარების წყლით. მდინარე სონას შეერთების შემდეგ მდინარის წყლიანობა მკვეთრად იზრდება. რონა საფრანგეთის ყველაზე წყალუხვი მდინარეა. შესართავთან წყლის ხარჯი 1780 მ3/წმ. სანაოსნოა მდინარე ენის შესართავამდე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: