სლოვენია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სლოვენიის რესპუბლიკა
Republika Slovenija
სლოვენია
სლოვენიის
გერბი
ჰიმნი: Zdravljica
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ლიუბლიანა
46°03′ ჩ. გ. 14°30′ ა. გ. / 46.050° ჩ. გ. 14.500° ა. გ. / 46.050; 14.500
ოფიციალური ენა(ები) სლოვენური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი
 -  პრ.-მინისტრი ალიონა ბრატუშეკი
ფართობი
 -  სულ 20,273 კმ2 (153-ე)
 -  წყალი (%) 0.6
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 2,053,355 (143-ე)
 -   აღწერა 1,964,036 
 -  სიმჭიდროვე 99,6 ად კაცი/კმ2 (მე-80)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $47.841 მილიარდი (83-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $26,576 (29-ე)
აგი (2005) 0.917 (მაღალი) (27-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი SVN
Internet TLD .si1
სატელეფონო კოდი 386

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

სლოვენიის რესპუბლიკა (სლოვ. Republika Slovenija) (სლოვენიის სახალხო რესპუბლიკა (1946—1963), სლოვენიის სოციალისტური რესპუბლიკა (1963—1991)) — ალპიისპირა სახელმწიფო ცენტრალური ევროპის სამხრეთით. დასავლეთით ესაზღვრება იტალიას, ჩრდილოეთით ავსტრიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით უნგრეთს, აღმოსავლეთსა და სამხრეთში ხორვატიას, სამხრეთ-დასავლეთით კი ადრიატიკის ზღვაზე აქვს გასასვლელი. სლოვენია გაეროს, ევროკავშირისა და ნატოს წევრია. ასევე შედის შენგენის შეთანხმებაში.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: სლოვენია.
  • ეროვნული: Slovenija.
  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელი სლავური ძირისაა და ნიშნავს ”სიტყვას” (შდრ. რუსული слово) ან ”დიდებას” (შდრ. რუსული слава).

გეოგრაფია[რედაქტირება]

სლოვენია

ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: იტალია, ავსტრია, უნგრეთი, ხორვატია. ფართობი - 20.273 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი დანილო ტიურკი (2007).
  • მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა.
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (90 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 182 მუნიციპალიტეტი (obcina) და 11 ქალაქი (mestna obcina).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

თანამედროვე სლოვენების სლავი წინაპრები ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვ. წ. აღ-ის VI საუკუნეში დამკვიდრდნენ. VII საუკუნეში მათ კარანტანია ჩამოაყალიბეს, რომელიც ერთ-ერთი პირველი სლავური სახელმწიფო გახდა. 745 წელს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ კარანტანიამ ფრანკების პროტექტორატი სცნო, თუმცა, 1180 წლამდე, ანუ დაშლამდე ფორმალური სუვერენიტეტი შეინარჩუნა. ფრანკების გავლენამ სლოვენიელთა გაქრისტიანებას შეუწყო ხელი.

დაახლოებით 1000 წლისთვის დაიწერა Brižinski spomeniki, პირველი წერილობითი დოკუმენტი სლოვენურ ენაზე. XIV საუკუნეში სლოვენიის თანამედროვე ტერიტორია ჰაბსბურგთა გავლენის ქვეშ მოექცა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიიის ფარგლებში აღმოჩნდა. სლოვენია სამ პროვიცნიად დაიყო: კრანსკის, გორიშკისა და შტაერსკის.

სავაჭრო გზების გადანაცვლება და ოცდაათწლიანი ომი XVII საუკუნეში სლოვენიის ეკონომიკის დაცემას უწყობდა ხელს, მაგრამ XVIII საუკუნეში მეურნეობის განვითარება იწყება: სხვადასხვა სახის საქონელწარმოებამ იმატა, ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმმა მოიმატა 60%-ით. ეს პერიოდი სლოვენიის აღორძინების ხანად მოინათლა.

1809-1813 წწ სლოვენიის დიდი ნაწილი ილირიის პროვინიციის შემადგენლობაში შედიოდა. XIX საუკუნეში, განსაკუთრებით 1848-1849 წლების რევოლუციისას ავსტრიაში, და შემდგომაც, სლოვენიაში ეროვნული მოძრაობა იწყება. (ცენტრი — კრაინა).

1918 წელს ავსტრია-უნგრეთი დაიშალა, შედეგად, იტალიამ პრიმორსკისა და ისტრის მხარეები და დალმაციის ნაწილი მიიტაცა. სლოვენიის მიწების დანარჩენი ნაწილი ახლადდაარსებული სერბეთის, ხორვატებისა და სლოვენების სამეფოს შემადგენლობაში მოექცა, რომელსაც 1929 წელს იუგოსლავია დაერქვა.

1941 წელს ღერძ-სახელმწიფოების თავდასხმის შემდეგ იტალიამ ლუბლიანამდე ტერიტორია მიიერთა, გერმანიამ კი დანარჩენი ტერიტორია ქალაქ მარიბორითურთ.

იუგოსლავიის სამეფო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას დაიშალა, სლოვენია კი სოციალისტური იუგოსლავიის შემადგენლობაში შევიდა, რაც 1945 წლის 29 ნოემბერს გამოცხადდა. აქვე უნდა ითქვას, რომ იტალიისგან სლოვენიას ძირძველი მიწები ობალნა-კრაშკა და გორიშკა დაუბრუნდა.

1991 წელს სლოვენია რეფერენდუმის შედეგად პირველი გამოვიდა იუგოსლავიის შემადგენლობიდან და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. მეზობელი ხორვატიისა და ბოსნიისაგან განსხვავებით აქ ეს პროცესი მშვიდობიანად განვითარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობის ეთნიკური ერთგვაროვნება იყო. სლოვენია შედიოდა პირველ შვიდეულში, რომელიც 2002 წელს მიწვეულ იქნა ნატოში. იგი ასევე ევროკავშირის პირველი წევრია (2004) ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს შორის.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები: ადრიატიკის სანაპირო, შკოციანის მღვიმეები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: