პანიქსის უღელტეხილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანიქსის უღელტეხილი
Panixerpass Panorama.jpg
ტიპი უღელტეხილი
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 2407 მ
მდებარეობა გლარნის ალპები
სუვოროვის ლაშქრობა ალპებში

პანიქსის უღელტეხილი (გერმ. Panixerpass, რომან. Pass dil Veptga) — უღელტეხილი შვეიცარიაში, გლარნის ალპებში. აკავშირებს ზერნფტალის ზეობას (გლარუსის კანტონი) წინა რაინის ხეობასთან (გრაუნბიუნდენის კანტონი). სიმაღლე 2407 მ. გადასასვლელის გასწვრივ ბილიკია. უნაგირაზე ალპური ბანაკია. სიახლოვეს არის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

1799 წლის 25 და 26 სექტემბერს უღელტეხილი ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით რუსულმა ჯარმა გადალახა. მებრძოლეებს მოუწიათ ღრმა თოვლის, ხშირი ნისლის, ძლიერი ქარისა და თოვლზვავის დაძლევა.[1] პანიქსის უღელტეხილზე აღმართულია დაფა, სადაც აღბეჭდილია გადასვლის მოვლენები. სოფელ ელმში არის ეგრეთ წოდებული „სუვოროვის სახლი“, სადაც გარკვეული დროით გაჩერებული იყო ფელდმარშალი სუვოროვი.[2]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Чёртов мост. По следам Суворова в Швейцарии. — ISBN 5-244-00639-8
  2. Auf den Spuren von Feldmarshall General Suworow. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-04-19-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-03-02.