ფირნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფირნის ველი (ავსტრია).

ფირნი (გერმ. Firn < ძვ. ზემო გერმ. firni — შარშანდელი, ძველი) — მსხვილმარცვლოვანი, შემკვრივებული თოვლი, რომელიც შედგება ერთმანეთთან შეკავშირებული ყინულის მარცვლებისაგან. ფირნი წარმოიქმნება მთიან მხარეებში, თოვლის მიჯნის ზემოთ, და პოლარულ ქვეყნებში, სადაც ატმოსფერული ნალექები უმთავრესად თოვლის სახით მოდის და ზაფხულის განმავლობაში გადნობას ვერ ასწრებს.

თოვლი ფირნად გადაიქცევა მზის რადიაციის, ლეღმის, წყლის ორთქლის გადაკრისტალებისა და სუბლიმაციის შედეგად. ფირნის სიმკვრივე 0,45-იდან 0,8 გ/სმ³-მდე მერყეობს.

ფირნსა და ყინულს გააჩნიათ სხვადასხვა კრისტალური სტრუქტურა, მარცვლების ორიენტირი და ზომები. გამოიყოფა წვრილმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 1 მმ), საშუალმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 1-3 მმ) და მსხვილმარცვლოვანი (მარცვლების დიამეტრი 3 მმ და მეტი) ფირნი. ფირნი გროვდება ფირნის აუზში – ცირკში და აწარმოებს მყინვარის კვებას.

ანტარქტიდაში ფირნის სისქე 100 მ-მდეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ფირნი&oldid=2398849“-დან