ბილის ტბა
| ბილის ტბა ბიანის ტბა |
|
|---|---|
| Bielersee Lac de Bienne |
|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | ბერნის კანტონი |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 429 მ |
| სიგრძე | 15 კმ |
| სიგანე | 4.1 კმ |
| ფართობი | 39.3 კმ² |
| მოცულობა | 1.12 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 74 მ |
ბილის ტბა ან ბიანის ტბა (გერმ. Bielersee, ფრანგ. Lac de Bienne) — ტბა დასავლეთ შვეიცარიაში. მორატთან და ნევშატელის ტბასთან ერთად არის ერთ-ერთი უდიდესი ტბა იურის მთებში, შვეიცარიის ტერიტორიაზე. მდებარეობს / -ზე, გერმანულ და ფრანგულ ენებზე მოსაუბრე არეალების საზღვარზე.
ტბის სიგრძეა 15 კილომეტრი, სიგანე — 4,1 კმ. ტბის ზედაპირის ფართობია 39,3კმ², მაქსიმალური სიღრმე — 74 მ. მდებარეობს ზღვის დონიდან 429 მეტრზე.
ტბას ერთვის მდინარე აარე, ცილი/ტეილე, რომელიც გამოედინება ნევშატელის ტბიდან, ტვანბახი და სუზე.
ტბის სანაპიროსთან მდებარე უდიდესი დასახლებებია ბილინგუალი ქალაქი ბილი/ბეინი და მისი დობილი ქალაქი ნიდაუ. ორივე ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროს მხარეს. კუნძული სანქტ-პეტერსინსელი იზიდავს ტურისტებს. კუნძული მდებარეობს ერლახის მახლობლად. ჟან-ჟაკ რუსოს აქვს რამდენიმე თვე გატარებული ამ კუნძულზე.
ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი დარგი აქ არის საათების წარმოება და მიკროტექნიკის ინდუსტრია. აქ აქვთ მსოფლიოს ცნობილ საათის მწარმოებელ ბრენდებს სათავო ოფისები, მათ შორის არიან Swatch Group და .
[რედაქტირება] ტბასთან მდებარე ქალაქები და სოფლები
ტბაზე გადის საზღვარი გერმანულად და ფრანგულად მოსაუბრე რეგიონებს შორის. უმეტეს შემთხვევაში ადგილებს აქვთ სახელები ორივე ენაზე, თუმცა მათი ყველა ვერსია არ არის ხმარებაში.
- ბიფშალი - ბევესიე
- ერლახი - ცერლიე
- გაიხთი - იუგი
- გეროლფინგენი
- ჰაგნექი
- იპსაჩი
- ლანდერნი - ლე ლანდერონი (ნევშატელის კანტონი)
- ლიგერცი - გლერესი
- ლუშერცი - ლოკრასი
- მიორიგენი - მორენესი
- ნეუენშტადტი - ლა ნოივილი
- ნიდაუ
- სანქტ-პეტერსინსელი - ილ-დე-სან-პიერი
- შაფისი - შავანი
- შერნელცი - შერნო
- შუც-ლატრიგენი
- ტოიფელენი
- ტუშერცი - დოშე
- ტვანი - დუანი
- ვინელცი - ფენილი
- ვინგელცი - ვინუელე
- ვიგერისი - ვინგრასი