მეთხილია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მეთხილია | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Nucifraga caryocatactes | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
მეთხილია (ლათ. Nucifraga caryocatactes) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მცირე ზომისაა, ჭკაზე ოდნავ პატარა და შედარებით ვიწრო და გრძელი ნისკარტით გამოირჩევა. სიგრძე 30 სმ-მდე, კუდისა – 11 სმ. წონა 125-190 გრ. ფერად მოყავისფროა და თეთრი ზოლები დაჰკრავს. გავრცელებულია ტაიგის ტიპის ტყეებში ევროპასა და აზიაში, სკანდინავიიდან ალპის მთებამდე, კამჩატკის, კურილის კუნძულების, პრიმორიეს, იაპონიისა და ჩინეთის ჩათვლით. უმეტესწილად ფიჭვის თხილით იკვებება, გარდა ამისა რკოთი, წიფლის თხილით, ნაძვისა და ფიჭვის მარცვლებით, კენკრითა და მწერებით.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მეთხილია – ინფორმაცია (ინგლისური)