რური

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია რაინის შენაკადს ეხება. მდინარე მაასის შენაკადის შესახებ იხილეთ რური.
რური
River-ruhr-essen-kettwig.jpeg
დახასიათება
სიგრძე 217 კმ
აუზის ფართობი 4,485 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე ზაუერლანდის მთები
კოორდინატები

51°12′49″ ჩ. გ. 8°33′30″ ა. გ. / 

ჩაედინება რაინი
ქვეყნები გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები დუისბურგი

რური (გერმ. Ruhr) — მდინარე გერმანიაში. რაინის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 217 კმ, აუზის ფართობი 4,485 კმ². სათავე აქვს ზაუერლანდის მთების განშტოებებზე. უმეტესწილად ტიპური მთის მდინარეა. ქვემო დინებაში ვაკე ტერიტორიაზე იშლება. დამახასიათებელია ზაფხულის წყალმცირობა და გაზაფხულის წვიმით გამოწვეული წყალმოვარდნა. რურზეა მრავალრიცხოვანი წყალსაცავები. მდინარის წყლები ფართოდ გამოიყენება რურის საწარმოო რაიონის მეტალურგიულ მართვაში. სანაოსნოა ქალაქ ვიტენემდე. არხით დაკავშირებულია მდინარე ემსთან. წყლის ხარჯი შესართავთან 79 მ³/წმ.

ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ვიტენი, ესენი, მიულჰაიმი. შესართავთან გაშენებულია მსხვილი სამდინარო პორტი დუისბურგი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რური&oldid=2406513-დან“