ოლო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლო
LocationOglioRiver.jpg
დახასიათება
სიგრძე 280 კმ
აუზის ფართობი 6 649 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე ალპები
ჩაედინება მდინარე პო
ქვეყნები იტალიის დროშა იტალია

ოლო (იტალ. Oglio; ლათ. Ollius; ლომბარდ. Òi) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, პოს მარცხენა შენაკადი. მისი სიგრძე 280 კმ-ია. საშუალო წლიური ხარჯი 130 მ³/წმ.

ოლო წარმოიშვება მთის ორი პატარა ნაკადულის — ნარკანელოსა და ფრიჯიდოლფოს შერწყმის შედეგად. ეს ორი ნაკადული სათავეს იღებს ზღვის დონიდან 2600 მეტრზე და ერთმანეთს პაცო-დი-პონტე-დი-ლენიოს სიახლოვეს უერთდებიან.

ამის შემდეგ ოლო სამხრეთ-დასავლეთით მიემართება და გზად ჯერ ვალკამონიკის ხეობას, შემდეგ კი იზეოს ტბას გაივლის. მას შემდეგ რაც ის მორენის დეპოზიტებიან ზონას გადაკვეთს, მანტუის პროვინციაში, ტორედოლიოსთან პოს უერთდება. მისი აუზი, რომელიც დაკავშორებულია ვალკამონიკის ხეობასთან, 6 649 კმ² ტერიტორიას მოიცავს და წარმოადგენს პო-ადიჯეს დიდი აუზის ნაწილს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოლო&oldid=2400988“-დან