ლაგო-მაჯორე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაგო-მაჯორე
Lago Maggiore
Lago Maggiore-Mappa.png
კოორდინატები:

45°57′00″ ჩ. გ. 8°38′00″ ა. გ. / 

სიგრძე 66 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 213 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 372 
საშუალო სიღრმე 177,4 
აუზის ფართობი 6 599 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ტიჩინო, მაჯია, ტოჩე, ტრეზა
გამომდინარე მდინარე ტიჩინო

ლაგო-მაჯორე მდებარეობა იტალია

Blue pog.svg
ლაგო-მაჯორე
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

ლაგო-მაჯორე (იტალ. Lago Maggiore ან Verbano; ლათ. Lacus Verbanus) — დიდი ტბა ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. იგი იტალიის სიდიდით მეორე და სამხრეთ შვეიცარიის პირველი ტბაა. ლაგო-მაჯორე იტალიის ალპების მთისწინეთის სამი დიდი ტბიდან ყველაზე დასავლეთით მდებარეობს და იშლება 70 კმ-ზე ლოკარნოსა და არონას შორის.

ზამთარშიც და ზაფხულშიც კლიმატი რბილია, რაც ხელს უწყობს ხმელთაშუაზღვიური მცენარეულობის გავრცელებას. ულამაზეს ბაღებში იზრდება იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეები.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფია

ლაგო-მაjორესა და ალპების ხედი ლომბარდიის ლევანოს კომუნიდან

ტბის სიგრძე 68 კმ-ია, სიგანე კი 3-დან 5 კმ-მდე იცვლება, გარდა იმ ყურისა, რომელიც ქალაქ პალანცასა და სტრეზას შორის იშლება, აქ სიგანე 10 კმ-ს აღწევს. სიგრძით ლაგო-მაჯორე იტალიის ყველა სხვა ტბას აღემატება, მაგრამ ზედაპირის ფართობით მხოლოდ გარდას ტბას ჩამორჩება. ტბის სიღრმე მნიშვნელოვნად იცვლება, მაგრამ მისი ქვაბული თითქმის ყველა მონაკვეთში ზღვის დონეზე არანაკლებ 179 მეტრით დაბლა მდებარეობს. მას საკმაოდ დაკლაკნილი ფორმა აქვს, ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე წერტილიდანაა ტბის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილის ერთი თვალის გადავლებით დანახვა. საკმაოდ პეიზაჟურია ტბის მიდამოები. ზემო ნაწილში ჭარბობს ალპები, შუა ნაწილი ბორცვებს შორისაა გაწოლილი, ქვემო ნაწილში კი დომინირებს ლომბარდიის ვაკე.[1]

ტბის ქვაბული ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობისაა და მისი ფართობი 37კმ³-ია, ზედაპირის ფართობი კი 213 კმ². ჩამდინარე მთავარი მდინარეებია ტიჩინო, მაჯია, ტოჩე და ტრეზა. გამოსვლით კი კვლავ გამოედინება მდინარე ტიჩინო, რომელიც შემდეგ პოს ერწყმის.

ტბის დაკბილული სანაპირო გარშემორტყმულია ლეპოტინის ალპებით. აღმოსავლეთ ნაპირი პიემონტის რეგიონს მიეკუთვნება, დასავლეთი — ლომბარდიას, უკიდურესი ჩრდილოეთი კი შვეიცარიის ტიჩინოს კანტონს, სადაც მოქცეულია ტბის ზღვის დონიდან მაქსიმალურად დაბლა მდებარე მონაკვეთი.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

[რედაქტირება] სქოლიო

  1. John Ball, The Alpine Guide, Central Alps, p. 306
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე