მონაკო
|
|||||
| ჰიმნი: Hymne Monegasque | |||||
| დევიზი: Deo Juvante (ლათ.) | |||||
| დედაქალაქი | მონაკო |
||||
| ოფიც. ენები | ფრანგული | ||||
| მთავრობა | კონსტიტუციური მონარქია | ||||
| -მონაკოს თავადი | ალბერ II | ||||
| -სახელმწიფო მინისტრი | ჟან-კლოდ პრუსტი | ||||
| ფართობი - საერთო - წყალი (%) |
1.98 კმ²(234-ე) 0.0% |
||||
| მოსახლეობა - 2011 სავ. - 2000 ცენზი - სიმჭიდროვე |
35,986[1] (211-ე) 32,020 15,142 ად/კმ² (პირველი) |
||||
| მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2007მიახლ. $976 მილიონი (?) $70,447 |
||||
| ვალუტა | ევრო (EUR) |
||||
| დროის სარტყელი | CET (UTC +1სთ.) | ||||
| -ზაფხულის დრო | CET (UTC +2სთ.) | ||||
| ქვეყნის კოდი | MCO | ||||
| ccTLD | .mc | ||||
| სატელეფონო კოდი | +377 |
||||
მონაკო (ფრანგ. Principauté de Monaco; იტალ. Principato di Monaco; ოქსი. Principat de Mónegue) — დამოუკიდებელი ჯუჯა-სახელმწიფო სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-ცენტრალურ სანაპიროზე. მას სამი მხრიდან ესაზღვრება საფრანგეთი. მონაკოს ცენტრი 16 კილომეტრითაა დაშორებული იტალიის საზღვრიდან. ფართობია 1.98² კილომეტრი, მოსახლეობა შეადგენს 35,986 კაცს (2011 წლის მონაცემებით).
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
ლეგენდის თანახმად ქალაქის დაარსება დაკავშირებულია ჰერაკლეს სახელთან, რომელიც ესპანეთიდან მობრუნებული, შეჩერდა და დაისვენა ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ამ ადგილს ეწოდა Portus Herculis Moniechi. უკანასკნელი სიტყვა ნიშნავს "იზოლირებულს".
- ოფიციალური - მონაკოს სამთავრო.
- ეროვნული - Principaute de Monaco.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი, ხოლო სამხრეთით და აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი 1.9 კვ.კმ-ია. სახმელეთო სასაზღვრო ზოლი 4.4 კმ-ია, ხოლო სანაპირო ზოლი 4.1 კმ. მონაკო ამ მონაცემებით არის რიგით მეორე ყველაზე პატარა დამოუკიდებელი ქვეყანა მსოფლიოში, ვატიკანი შემდეგ. მონაკო ნიცედან 18 კილომეტრში მდებარეობს. ქვეყნის უმაღლესი წერტილი 163 მეტრზეა ზღვის დონიდან. ქვეყანას არ აქვს ბუნებრივი რესურსები.
[რედაქტირება] სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა - კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაური - თავადი ალბერ II გრიმალდი. საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (24 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 4 კვარტალი (quartier - ფონტვიეი, ლა-კონდამინი, მონაკო, მონტე-კარლო).
[რედაქტირება] დემოგრაფია
მოსახლეობა - 32 ათასი (2003), მათ შორის 47% ფრანგები, 16% მონაკოელები, 16% იტალიელები. სახელმწიფო ენა - ფრანგული. გავრცელებულია აგრეთვე: ინგლისური, იტალიური, მონეგასკური. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - მონაკო (1,4 ათასი). ქალაქები - მონტე-კარლო (15,4), ლა კონდამინი (14,6).
[რედაქტირება] ეკონომიკა
მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი. ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს მისი კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი (მონაკოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიიღონ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ანუ აკრძალული აქვთ კაზინოში თამაშიც).
2007 წლის მონაცემებით, ქვეუნის ბიუჯეტი $976 მილიონია. ერთ სულ მოსახლეზე მოდის $70,670. ეროვნული ვალუტაა ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.
[რედაქტირება] ისტორია
1861 წელს გახდა დამოუკიდებელი საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. 1911 წლის კონსტიტუცია შესწორებულ იქნა 1959 და 1962 წლებში.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
კურორტი და სამორინეები, ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი.
[რედაქტირება] კლიმატი
| წლიური ამინდი — მონაკო | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
| საშუალო მაღალი °F (°C) | 55 (13) | 55 (13) | 58 (14) | 61 (16) | 67 (19) | 74 (23) | 79 (26) | 80 (27) | 75 (24) | 68 (20) | 61 (16) | 56 (13) | 67 (19) |
| საშუალო დაბალი °F (°C) | 42 (6) | 43 (6) | 46 (8) | 49 (9) | 56 (13) | 62 (17) | 67 (19) | 68 (20) | 63 (17) | 56 (13) | 48 (9) | 43 (6) | 55 (13) |
| ნალექი დიუმი (მმ) | 3.5 (88.9) | 3 (76.2) | 2.9 (73.7) | 2.9 (73.7) | 2.5 (63.5) | 1.9 (48.3) | 1.5 (38.1) | 0.7 (17.8) | 1.2 (30.5) | 2.6 (66) | 4.4 (111.8) | 4.6 (116.8) | 31.7 (805.2) |
| წყარო: {{{source}}} {{{accessdate}}} | |||||||||||||
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Monaco, The World Factbook, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო.
|
|||||||||||
|
|||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის