ლეხი
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 264 კმ |
| აუზის ფართობი | 4,126 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ლეხტალის ალპები |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | დუნაი |
| ქვეყნები | |
ლეხი (გერმ. Lech) — მდინარე ავსტრიასა და გერმანიაში. დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 264 კმ, აუზის ფართობი 4,126 კმ². სათავე აქვს ლეხტალის ალპების ჩრდილოეთ-დასავლეთ ფერდობზე. ზემო დინებაში მიედინება ავსტრიის ტერიტორიაზე ღრმა და ვიწრო ხეობაში, მოქცეულია ალგეისა და ლეხტალის ალპებს შორის. გერმანიაში შემოსვლისას კვეთს შვაბია-ბავარიის პლატოს. შუა დინებაში მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქი ლანდსბერგი, ხოლო ქვემო დინებაში — ქალაქი აუგსბურგია. ხე-ტყის დაცურება.
278 წელს რომის იმპერატორმა პრობუსმა მდინარის სიახლოვეს ბრძოლაში დაამარცხა ბურგუნდები და ვანდალები, რომლებიც თავს ესხმოდნენ რომის პროვინცია რეციას. 995 წლის აგვისტოში აუგსბურგის სიახლოვეს გერმანიის მეფემ ოტო I-მა ეგრეთ წოდებულ ლეხის ბრძოლაში გაანადგურა ნომადები-უნგრელები. 1632 წლის აპრილში რაინის ბრძოლაში შვედეთის მეფემ გუსტავ II ადოლფმა დაამარცხა და სასიკვდილოდ დაჭრა იოჰან ცარკლას ტილი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ლეხი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
- მდინარე ლეხი – ინფორმაცია (გერმანული)