ალპური რასა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალპური რასა (ალპური ტიპი) — რასა, რომელიც განეკუთვნება შვეიცარიისა და მისი მომიჯნავე საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და იტალიის ოლქების მოსახლეობა. ალპური რასის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია ბრაქიკეფალია, ფართო სახე, საშუალო სიმაღლე (163-164 სმ), წაბლისფერი თმა.[1] როგორც დამოუკიდებელი რასა გამოიყო XIX საუკუნის ბოლოს ფრანგი ანთროპოლოგისა და სოციოლოგის ჟორჟ ვაშე დე ლაპუჟის (1854–1936) მიერ. შემდეგ წლებში როგორც ანთროპოლოგიური ტიპი სტაბილურად გამოიყოფოდა სხვადასხვა ანთროპოლოგების მიერ. ალპური რასა განიხილება როგორც ევროპეიდული რასის შემადგენელი ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]