ქორჭილა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქორჭილა
Perca fluviatilis
Perca fluviatilis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი
სახეობა: ქორჭილა
ლათინური სახელი
Perca fluviatilis

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ქორჭილა (ლათ. Perca fluviatilis) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 40-50 სმ, მასა — 2 კგ აღწევს. ჩვეულებრივ უფრო პატარებიც არიან. ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, ამერიკის მტკნარ წყალში. საქართველოში ბინადრობს მდინარე სუფსაში, რიონში, ტეხურაში, აბაშაში, ხობში; პალიასტომის, ბებესირისა და სხვა ტბებში. დიდ ტბებსა და წყალსატევებში 2 ეკოლოგიურ ფორმას ქმნის: წვრილსა და მსხვილს. წვრილი იკვებება მწერების მატლებით და ზოოპლანქტონით, მსხვილი — თევზებით. ქორჭილას იჭერენ პალიასტომის ტბაში. შედარებით მეტ ქორჭილას ამზადებენ ციმბირსა და აზერბაიჯანში. მცირე ღირსების თევზია. იყენებენ ნედლს, გაყინულს, შემჭკნარს.

ლიტერატურა[რედაქტირება]