ჰორიზონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰორიზონტი (კომპიუტერული გრაფიკა)
წყლის ჰორიზონტი, ჩრდილოეთი უისკონსინი, აშშ

ჰორიზონტი (ბერძნ. horizōn, ნათ. ბრ. horizontos < horizō — შემოვსაზღვრავ) — დედამიწის ზედაპირის ის ნაწილი, რომელიც დამკვირვებლის თვალისთვის მისაწვდომია ღია გარემოში.

ხილული ჰორიზონტი ეწოდება წირს, რომლითაც ცა თითქოს დედამიწის ზედაპირს ესაზღვრება. ხილული ჰორიზონტის სიშორე s, ე.ი. მანძილი დედამიწის ზედაპირის ყველაზე შორეულ ხილვად წერტილებამდე, იზრდება გარემოს მიმართ დამკვირვებლის h სიმაღლის მიხედვით და გამოისახება ფორმულით: .

ჭეშმარიტი ანუ მათემატიკური ჰორიზონტი არის ცის სფეროს დიდი წრეწირი, რომლის სიბრტყე მართობულია შვეული წრფისადმი. ხილული ჰორიზონტის ჩვეულებრივ ჭეშმარიტ ჰორიზონტზე დაბლაა ð კუთხით, რასაც ჰორიზონტის დაწევა ჰქვია. დაკვირვების ადგილის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტს კვეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის წერტილებში, მათ შორის კი არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის წერტილები, სადაც ჰორიზონტს კვეთს ცის ეკვატორი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]