ორას ბენედიქტ დე სოსიური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორას ბენედიქტ დე სოსიური
Horace-Bénédict de Saussure

ორას ბენედიქტ დე სოსიური
ორას ბენედიქტ დე სოსიური
დაბადების თარიღი 17 თებერვალი, 1740
დაბადების ადგილი კონში, შვეიცარია
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 1799
გარდაცვალების ადგილი ჟენევა, შვეიცარია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
გლაციოლოგია
მეტეოროლოგია
ბოტანიკა

ორას ბენედიქტ დე სოსიური (ფრანგ. Horace-Bénédict de Saussure; დ. 17 თებერვალი, 1740 — გ. 22 იანვარი, 1799) — შვეიცარიელი გეოლოგი, ბოტანიკოსი და ალპინისტი. არისტოკრატი. გლაციოლოგიის ფუძემდებელი. ხშირად მიიჩნევა როგორც ალპინიზმის ფუძემდებელი. 1762-1786 წლებში ჟენევაში იყო ნატურფილოსოფიის პროფესორი. იგი პირველი ადამიანია, რომელმაც წარმატებით ააგო მზის ღუმელი.

დაიბადა ქალაქ ჟენევის სიახლოვეს. ადრეულ ასაკში ინტერესი გამოიჩინა ბოტანიკის მიმართ; ამ მიზნით მან ალპებში იმოგზაურა, ხოლო 1773 წლიდან დაიწყო ალპების გეოლოგიისა და ფიზიკის შესწავლა. გაარკვია ალპის მთების რელიეფის საკითხები და პირველმა გამოიკვლია მისი გეოლოგიური აგებულება. საფუძველი ჩაუყარა აღწერით გეოლოგიას, სახელდობრ: დეტალურად დაახასიათა ალპებში გავრცელებული ქანები და მათი განლაგების პირობები. ალპების მაგალითზე ო. ბ. სოსიურმა დაამტკიცა პეტრე პალასის მიერ გამოვლინებული კანონზომიერება მთიანი ქვეყნის ბირთვში ფენების ციცაბო განლაგებაზე. ტერმინი „გეოლოგია“ სამეცნიერო ნომენკლატურაში დაამკვიდრა ო. ბ. სოსიურმა თავის შრომაში „მოგზაურობა ალპებში“ (1779-1796), სადაც მოცემულია ალპებში ჩატარებული 30-წლიანი გეოლოგიური გამოკვლევა.

1783 წელს ო. ბ. სოსიურმა ააგო პირველი ჰიგრომეტრი — ჰაერის აბსოლუტური ან ფარდობითი ტენიანობის განმსაზღვრელი ხელსაწყო. სხვადასხვა დროს ასვლები განახორციელა მწვერვალებზე. აგრეთვე პირველმა ჩაატარა ლაბორატორიულ პირობებში ექსპერიმენტები გრანიტზე. მუშაობდა მეტეოროლოგიის, გლაციოლოგიისა და ბოტანიკის საკითხებზე. ო. ბ. სოსიურის სახელობისაა წვრილმარცვლოვანი მინერალის აგრეგატი — სოსიურიტი.

თხზულება[რედაქტირება]

  • Voyages dans les Alpes, t. 1‒4, Gen. ‒ Neuchâtel, 1779‒96.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Белорусов В. В., О. Б. Соссюр ‒ первый исследователь строения Альп, «Природа», 1949, № 1.