გლარნის ალპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლარნის ალპები
Tödi.jpg
მწვერვალი ტედი (3623 მ)
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
გეოგრაფია
უმაღლესი წერტილი ტედი
სიმაღლე 3614 მ

გლარნის ალპები (გერმ. Glarner Alpen) — მთების ჯგუფი დასავლეთ ალპებში, ცენტრალურ შვეიცარიაში (ურის, გრაუბიუნდენის, გლარუსის, სანქტ-გალენის, შვიცისა და ცუგის კანტონები). გადაჭიმულია ობერალპის უღელტეხილიდან კლაუზენის უღელტეხილამდე. აღმოსავლეთით წყდება მდინარე რაინის ხეობასთან, ჩრდილოეთით ვალენშტადტის ტბასთან და კლაუზენის გადასასვლელთან. უმაღლესი მწვერვალია ტედი (3614 მ). მწვერვალების უმეტესობა დაფარულია მყინვარებით.

დასავლეთით ესაზღვრება ურნერის ალპები, სამხრეთით ლეპონტინის ალპები, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით აპენცელის ალპები. გლარნის ალპების აღმოსავლეთ ნაწილში გამოხატულია შეცოცებები, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში (სარდონის ტექტონიკური ზონა).

მწვერვალ ტედის სამხრეთით ძირითადად გაბატონებულია გნაისები და გრანიტები, რომელთა შორისაა დიდი ზომის მინდვრის შპატის კრისტალები. ჩრდილოეთ კალთებზე გაბატონებულია საძოვრები, არის აგრეთვე პოპულარული კურორტები და ზამთრის სპორტული სივრცეები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]