პალეოზოური ჯგუფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯგუფი (ერა) სისტემა (პერიოდი) სექცია (საუკუნე) ≈ ასაკი (მლნ. წ. წ.)
წინა წინა წინა უფრო ახალგაზრდა
პალეოზოური
ჯგუფი (ერა)
პერმული Lopingium 251–260,4
გვადელუპური 260,4–270,6
Cisuralium 270,6–299
კარბონული პენსილვანიური 299–318,1
მისისიპური 318,1–359,2
დევონური ზედადევონური 359,2–385,3
შუადევონური 385,3–397,5
ქვედადევონური 397,5–416
სილურული პრჟიდოლური 416–418,7
ლუდლოური 418,7–422,9
უენლოკური 422,9–428,2
ლანდოვერიული 428,2–443,7
ორდოვიციული ორდოვიციული 443,7–460,9
შუა ორდოვიციული 460,9–471,8
ქვედა ორდოვიციული 471,8–488,3
კამბრიული Furongium 488,3–499
3. Serie 499–510
2. Serie 510– 521
Terreneuvium 521–542
მომდევნო მომდევნო უფრო ძველი

პალეოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძნ. παλαιο (palaio), და ბერძნ. ζωη (zoe) - სიცოცხლე), დედამიწის ქერქის ფენათა სტრატიგრაფიული სკალის ერთ-ერთი ჯგუფი (გეოლოგიური წელთაღრიცხვის შესაბამისი ერა). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პალეოზოური ერა დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 340-350 მლნ. წელიწადს. პალეოზოური ჯგუფი (ერა) გამოყო ა. სეჯუიკმა 1837 წელს. პალეოზოური ჯგუფი (ერა)ში ექვსი სისტემა (პერიოდი) გამოიყოფა: კამბრიული სისტემა (პერიოდი), ორდოვიციული სისტემა (პერიოდი), სილურული სისტემა (პერიოდი), დევონური სისტემა (პერიოდი), კარბონული სისტემა (პერიოდი) და პერმული სისტემა (პერიოდი).

პალეოზოური ერის დასაწყისისსათვის უკვე არსებობდა კამბრიულისწინა მძლავრ დანაოჭებათა შედეგად ჩამოყალიბებული ბაქნური და გეოსინკლინური არეები. ჩრდილოეთი ნახევარსფეროში უმთავრესი ბაქნები იყო: აღმოსვლეთი ევროპა, ციმბირი, ჩინეთ-კორეა, სამხრეთი ჩინეთი და ჩრდილოეთი ამერიკისა. სამხრეთ ნახევარსფეროში პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე უნდა არსებულიყო უზარმაზარი კონტინენტი გონდვანა. ბაქნები დროდადრო იფარებოდა ეპიკონტინენტური ზღვებით, სადაც წარმოიქმნებოდა თხელი ნალექები. გეოსინკლინებში კი ილექებოდა დიდი სისქის ვულკანოგენური, კაჟიანი, აგრეთვე ტერიგენული ნალექები. პალეოზოური ერაში გამოვლინდა დანაოჭების ორი მძლავრი ეპოქა: კალედონიური დანაოჭება და ჰერცინული დანაოჭება.

პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე აღინიშნება დიდი ცვლილებები ორგანულ სამყაროში - გაჩნდა და სწრაფად განსახლდა მრავალრიცხოვანი მაგარჩონჩხიანი ფორმები (ჰიოლითები, გასტროპოდები, ბრაქიოპოდები, არქეოციათები). პალეოზოური ერა ტრილობიტების, ოთხქიმიანი მარჯნების, გრაპტოლითებისა და სხვა გაფურჩქვნის ხანაა. პალეოზოურ ერაში ჩნდება ხერხემლიანები - თევზები, მოგვიანებით კი - უძველესი ამფიბიები. მრავალფეროვანია აგრეთვე პალეოზოური ერის ფლორაც (განსაკუთრებით კარბონულ პერიოდში).

პალეოზოური ჯგუფის ნალექები გავრცელებულია საქართველოში - კავკასიონზე და ძველ კრისტალურ მასივებზე.

პალეოზოურ ჯგუფის ქანები მდიდარია წიაღისეულით: განსაკუთრებით ქვანახშირით (დონეცის, პეჩორის, ყარაღანდის, დასავლეთ ევროპას, აპალაჩებისა და სხვა აუზები), მარილებით, ბოქსიტებით, ფოსფორიტებით, ნავთობითა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ხუციშვილი ო., ქსე, ტ. 7, გვ. 647, თბ., 1984