გრანიტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრანიტული კლდეები

გრანიტი (იტალ. graniti > ლათ. granum – მარცვალი) — ინტრუზიული, სრულკრისტალური, SiO2-ით მდიდარი ქანი. ფართოდაა გავრცელებული დედამიწის ქერქში, ქმნის ბათოლითებს, შტოკებს, ძარღვებს და სხვა სხეულებს. სიმკვრივე 2600 კგ/მ³.

გრანირტი შედგება ორთოკლაზის ან მიკროკლინისაგან, მჟავე პლაგიოკლაზისაგან, კვარცისაგან, ქარსისაგან, ამფიბოლისაგან, იშვიათად პიროქსენისაგან.

გრანიტი თანაბარმარცვლოვანია ან პორფირისებრი, ზოგჯერ გნაისისებრ-ზოლებრივი. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ - მაგმურ, მეტასომატურ, პალინგენეტურ, ანატექტიკურსა და სხვა გრანიტს. გრანიტთან ხშირად არის დაკავშირებული Sn, W, Mo-სა და სხვა გრაიზენული და ჰიდროთერმული საბადოები, აგრეთვე იშვიათლითონური პეგმატიტები.

თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების წყალობით გრანიტი საუკეთესო სამშენებლო მასალაა. მასიურობისა და სიმკვრივის, აგრეთვე ფართო ფაქტურული შესაძლებლობების გამო მონუმენტური ქანდაკებისთვისაც იყენებენ. გრანიტისგან ამზადებენ ნაგებობათა სვეტებს ობელისკებსა და მოსაპირკეთებელ ფილებს.

საქართველოში გრანიტი გავრცელებულია კავკასიონის ქედის ღეძულ ნაწილში, აგრეთვე ძირულის, ხრამისა და ლოქის მასივებზე.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]