ობერ-გაბელჰორნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ობერ-გაბელჰორნი |
||
|---|---|---|
|
კოორდინატები: / |
||
| მდებარეობა | ||
| სიმაღლე | 4063 მ | |
| ქედი | პენინის ალპები | |
ობერ-გაბელჰორნი (გერმ. Ober Gabelhorn) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ცერმატსა და ცინალს შორის. სიმაღლე 4063 მ. სამხრეთ ნახევარში არის ცმუტის მყინვარი, რომელიც ეშვება ამავე სახელწოდების ხეობაში და ვრცელდება ცერმატიდან დასავლეთით. გააჩნია პირამიდისებური ფორმა, რომელიც წააგავს მწვერვალ მატერჰორნს, თუმცა ამ უკანასკნელთან შედარებით მცირე ზომებისაა.
ობერ-გაბელჰორნზე პირველი ასვლა განხორციელდა 1865 წლის 6 ივლისს, აღმოსავლეთი მხრიდან.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ობერ-გაბელჰორნი (ინგლისური)