ილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილერი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ზონთჰოფენი
იმენშტადტი
კემპტენი
სათავე ალგეის ალპები
47°25′38″ ჩ. გ. 10°16′26″ ა. გ. / 47.42722° ჩ. გ. 10.27389° ა. გ. / 47.42722; 10.27389
სიგრძე 147 კმ
აუზის ფართობი 2,152 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ილერი ვიკისაწყობში

ილერი (გერმ. Iller) — მდინარე სამხრეთ გერმანიაში. დუნაის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 147 კმ, აუზის ფართობი 2,152 კმ². სათავე აქვს ალგეის ალპებში, ავსტრიის საზღვრის სიახლოვეს. ზემო დინებაში ჩრდილოეთისაკენ მიედინება, გაივლის ქალაქებს: ზონთჰოფენს, იმენშტადტსა და კემპტენს. 50 კმ მანძილზე წარმოადგენს სასაზღვრო მდინარეს გერმანიის მხარეების ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგს შორის. ქვემო დინებაში კვეთს შვაბია-ბავარიის პლატოს. ქალაქ ულმთან ერთვის მდინარე დუნაის. დამახასიათებელია ზაფხულის წყალმოვარდნები და ზამთრის წყალმცირობა.

წყლის საშუალო ხარჯი უდრის 90 მ³/წმ-ს. აგებულია რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური. ხე-ტყის დაცურება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]