სიმინდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმინდი
Zea mays
Zea mays
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ტრიბა: სიმინდისმაგვარნი
ლათინური სახელი
Zea mays


სისტემატიკა
ვიკისახეობებში


სურათები
ვიკისაწყობში


სიმინდი (Zea mays), ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. სიმინდის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საქართველოში XVII საუკუნეში შემოიტანეს. სიმიდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, მწარეებს, ეთერზეთს, ქლოროფილს; K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება.

სიმინდის ღერო იზრდება 1-3 მეტრამდე (სამხრეთის ფორმების სიმაღლე 6 მ და მეტს აღწევს). ღეროს წვერზე წარმოიშობა მტვრიანიანი თავთუნებისგან შემდგარი საგველა, ხოლო მის ქვევით ბუტკოიანი ყვავილებისგან შემდგარი რთული ყვავილედები — ტაროები. ბუტკოს სვეტი ძალიან გრძელია და ორნაკვეთიანი დინგით მთავრდება. ყვავილის კილები ძალიან პატარებია, ლოდიკულები არ არის.

სიმინდისგან მიიღება ფქვილი, ბურღული, მწვანე საკვები, სილოსი, ხოლო ჩანასახისაგან საჭმელი ზეთი.

პირადი ხელსაწყოები