ეცტალის ალპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეცტალის ალპები
Similaun 1.jpg
ეცტალის ალპები
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
იტალიის დროშა იტალია
გეოგრაფია
მთათა სისტემა აღმოსავლეთი ალპები
სიგრძე 90 კმ
უმაღლესი წერტილი ვილდშპიცე
სიმაღლე 3768 

ეცტალის ალპები (გერმ. Ötztaler Alpen) — მთების ჯგუფი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიასა და იტალიაში. შედის ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების შემადგენლობაში. სიგრძე დაახლოებით 90 კმ. დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთით შემოსაზღვრულია რეტის ალპებით და რეზიის უღელტეხილით, ჩრდილოეთით მდინარე ინის ხეობით, აღმოსავლეთით ცილერტალის ალპებით და ბრენერის უღელტეხილით, სამხრეთით მდინარე ადიჯეს ხეობით. მწვერვალების ჯაჭვი ქმნის საზღვრის მონაკვეთს ავსტრიასა და იტალიას შორის.

უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 3768 მ (მთა ვილდშპიცე). უკანასკნელი წარმოადგენს ავსტრიაში სიმაღლით მეორე მწვერვალს გროსგლოკნერის (3798 მ) შემდეგ. მწვერვალების უმეტესობა დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით. ეცტალის ალპები აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და ფიქლებით. ხშირია წიწვოვანი ტყე. ხეობების გასწვრივ — სამხრეთისაკენ, გაშენებულია ბაღები, ვაზები; მიმდინარეობს კარტოფილის მოშენება. ზღვის დონიდან 1300 მ-მდე ხარობს შვრია.

1991 წლის სექტემბერში ეცტალის ალპებში აღმოაჩინეს ენეოლითის ხანის მონადირე — ეცტის ყინულოვანი კაცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 5300 წლის წინ.[1] იგი წარმოადგენს ევროპაში უძველესი ადამიანის მუმიას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]