აღმოსავლეთი ალპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღმოსავლეთი ალპები
PizBernina3.jpg
ბერნინის ალპები
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ავსტრიის დროშა ავსტრია
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი
გერმანიის დროშა გერმანია
იტალიის დროშა იტალია
სლოვენიის დროშა სლოვენია
გეოგრაფია
ფართობი 104 ათ. კმ²
სიგრძე 554 კმ
სიგანე 387 კმ
უმაღლესი წერტილი ბერნინა
სიმაღლე 4049 

აღმოსავლეთი ალპები (გერმ. Ostalpen; იტალ. Alpi Orientali) — ალპების მთათა სისტემის ნაწილი ევროპაში. მდებარეობს შვეიცარიის, ავსტრიის, ლიხტენშტაინის, გერმანიის, იტალიისა და სლოვენიის ტერიტორიებზე. ვრცელდება ბოდენზეესა (ჩრდილოეთით) და კომოს (სამხრეთით) ტბის აღმოსავლეთით. იგი უფრო განიერი (სიგანე 260 კმ) და დაბალია ვიდრე დასავლეთი ალპები. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 4049 მ (მწვერვალი ბერნინა). ნაკლებად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება და რელიეფის ალპური ფორმები. დამახასიათებელია დიდი გასწვრივი ხეობები და უმთარესად განედური ქედები. აღმოსავლეთი ალპები, ოროგრაფიული და ტექტონიკური თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ალპებთან.

ის, საერთოდ, სიგანედის მიმართულებისაა შუა დუნაის დაბლობამდე, სადაც აღმოსავლეთი ალპების რკალის კიდე წყდება. დასავლეთ ალპებთან შედარებით, აღმოსავლეთი ალპები ნაკლები სიმაღლისაა, თუმცა უფრო განიერია. ფართოა მთელ სიგრძეზე, მისი ბოლო რაიონი დაბლდება და საშუალო სიმაღლის მთებში გადადის, მაგრამ არ ვიწროვდება. პირიქით, აქ მესამეული ნაოჭების ვირგაციას აქვს ადგილი; ქედები მარაოსებურად იშლება, ამასთან სამხრეთი ტოტი (იულიუსის ალპები) ბალკანეთის ნახევარკუნძულის დინარის მთებს უერთდება. ჩრდილო ტოტი კი მოკვეთილია ვენის აუზის ახალგაზრდა ნასხლეტი ღრმულით, მაგრამ ტექტონიკურად კარპატების რკალში გრძელდება.

განსაკუთრებით მაღალია აღმოსავლეთი ალპების ცენტრალური ზონა, სადაც გამოიყოფა ალპის მთების ჯგუფები: რეტის ალპები, ეცტალის ალპები, ცილერტალის ალპები, მაღალი და დაბალი ტაუერნი, დოლომიტის ალპები, ორტლერის ალპები და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილში უფრო დაბალი, მაგრამ მეტად დანაწევრებული, ციცაბოკალთებიანი, დაკარსტული, მეზოზოური ასაკის კირქვებითა და დოლომიტებით აგებული ქედია, რომელთაგან აღსანიშნავია: ალგეის ალპები, კიცბიუელის ალპები, ბავარიის ალპები, ბერხტესგადენის ალპები და სხვ. კიდევ უფრო ჩრდილოეთით არის მეზოზოურ-კაინოზოური ფლიშის დაბალი ქედები. ცენტრალური ზონის სამხრეთით აღმართულია კირქვული ქედები (ლომბარდიის, კარნის, იულიუსის ალპები და სხვ.), რომლებიც სამხრეთ უფრო დაბალ კირქვულ წინაალპებში გადადის. გამყინვარების ფართობი დასავლეთის ალპებთან შედარებით მას გაცილებით ნაკლები აქვს და მყინვარებიც ნაკლები სიდიდისაა, მაგრამ მთავარ მწვერვალებსა და ქედებზე აქაც დიდძალი მუდმივი ყინულია დაგროვილი.

აღმოსავლეთი ალპების ღერძულ მაღალმთიან ზოლს ჩრდილოეთით და სამხრეთით თან ახლავს საშუალო სიმაღლის წინაალპების ჩრდილო და სამხრეთი ფართო ზონები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • დობრინინი ბ., დასავლეთ ევროპის ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1953.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]