ენსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 254 კმ |
| აუზის ფართობი | 6,000 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | დაბალი ტაუერნი |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | დუნაი |
| ქვეყნები | |
ენსი (გერმ. Enns) — მდინარე ავსტრიაში. მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს დაბალი ტაუერნის კალთებზე, ზღვის დონიდან 1750 მ სიმაღლეზე. სიგრძე 254 კმ, აუზის ფართობი 6,000 კმ². თავდაპირველად მიედინება ზალცბურგის ფედერალური მიწის ტერიტორიაზე, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, სადაც შედის შტირიის ფარგლებში. მდინარის ხეობა წარმოადგენს საზღვრავს ჩრდილოეთ კირქვიან ალპებსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს შორის. დუნაის ერთვის ქალაქებს მაუთაუზენსა და ენსს შორის. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 201 მ³/წმ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მდინარე ენსი – ინფორმაცია (გერმანული)