შპლიუგენის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| შპლიუგენის უღელტეხილი | |
|---|---|
| ტიპი | უღელტეხილი |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 2113 მ |
| მდებარეობა | ლეპონტის ალპები რეტის ალპები |
შპლიუგენის უღელტეხილი (გერმ. Splügenpass) — უღელტეხილი ალპებში, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე. მდებარეობს ლეპონტისა და რეტის ალპების შესაყარზე, ლომბარდიისა და გრაუბიუნდენის ტერიტორიებზე. სიმაღლე 2 113 მ. აკავშირებს ჰინტერაინის ხეობასა და შპლიუგენს (შვეიცარია) ვალე-შპლუგასთან და კიავენასთან (იტალია). შემდეგ გზა გრძელდება კომოს ტბის გაყოლებით. სან-ბერნარდინოს უღელტეხილის ქვეშ გაყვანილი გვირაბის შემდეგ შედარებით დაკარგა მნიშვნელობა, თუმცა ზამთრის პერიოდში უღელტეხილი გახსნილია. შპლიუგენის უღელტეხილზე გადადის მდინარეების რაინისა (ჩრდილოეთით) და პოს (სამხრეთით) აუზების წყალგამყოფი.
1840 წელს უღელტეხილზე იმოგზაურა ინგლისელმა მწერალმა მერი შელიმ, რომელმაც აღწერა გავლილი გზა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „შპლიუგენის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.- ისტორია (ინგლისური)