ინტეგრალური გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინტეგრალური გეოგრაფიაგეოგრაფიის განშტოება, რომელიც აღწერს და ხსნის ურთიერთქმედების სივრცით ასპექტებს ცალკეულ ადამიანსა ან საზოგადოებას და მათ ბუნებრივ გარემოს შორის,[1] რომელთა ურთიერთქმედებას ადამიანი-ბუნებრივი გარემოს შეწყვილებული სისტემა ეწოდება. ინტეგრალური გეოგრაფია ეძებს როგორც ფიზიკური გეოგრაფიის დინამიკის გაგებას, ისე საზოგადოების ბუნებრივ გარემოზე კონცეპტუალიზაციის გზებს. ამგვარად, გარკვეულწილად, ინტეგრალური გეოგრაფია შეიძლება განხილულ იქნას როგორც ფიზიკური ანთროპოგეოგრაფიის მემკვიდრე — ტერმინი, რომელიც შემოიღო ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ალბრეხტ პენკმა 1924 წელს.[2] ინტეგრალური გეოგრაფია აშშ-ში უმეტესად იმყოფება კარლ ორტვინ ზაუერის სკოლების გავლენის ქვეშ, რომლის შეხედულება საკმაოდ ისტორიული იყო, ხოლო ამერიკელმა გეოგრაფმა ჯილბერტ ფოულერ უაიტმა განავითარა უფრო გამოყენებითი მიდგომა. კავშირი საზოგადოებრივ გეოგრაფიასა და ფიზიკურ გეოგრაფიას შორის კიდევ უფრო აშკარა იყო ვიდრე დღეს. ვინაიდან მსოფლიოს საზოგადოებრივი გამოცდილება ტექნოლოგიებითაა ნაკარნახევი, კავშირი საზოგადოებასა და გარემოს შორის ხშირად გაურკვეველი რჩება. ამგვარად, ინტეგრალური გეოგრაფია წარმოადგენს ანალიტიკური ხელსაწყოების უკიდურესად მნიშვნელოვან ნაკრებს ადამიანის მიერ გარემოზე ზემოქმედებისა და ყოფნის შეფასებისათვის. ეს ყოველივე ხორციელდება რელიეფსა და ციკლებზე საზოგადოებრივი აქტივობის შეფასების შედეგით.[3] ამ ინფორმაციის მიღების მეთოდები შეიცავს დისტანციურ ზონდირებასა და გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემას.[4] ინტეგრალური გეოგრაფია გვეხმარება გარემო განვიხილოთ ხალხთან მისი კავშირის თვალსაზრისით. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების პერსპექტივების ანალიზი და მათი გამოყენება ხალხის მიერ გარემოს პროცესების გაგებაში.[5] მაშასადამე, იგი ითვლება გეოგრაფიის მესამე განშტოებად,[6] ხოლო სხვა დარგებია ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფია.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Noel Castree et al. (2009): A Companion to Environmental Geography. London: Wiley-Blackwell. ISBN 9781444305739
  2. Karlheinz Paffen (1959): Stellung und Bedeutung der Physischen Anthropogeographie. In: Erdkunde 13 (4), pp. 354–372
  3. Garcia, Hector (2010). Environmental Geography. Apple Academic Press, Inc. ISBN 978-1926686684.
  4. G., Moseley, William (2014-01-01). An introduction to human-environment geography : local dynamics and global processes. Wiley-Blackwell. ISBN 9781405189316.
  5. Moseley, William G.; Perramond, Eric; Hapke, Holly M.; Laris, Paul (2014). An Introduction to Human-Environment Geography. Wiley Blackwell. pp. 26–27.
  6. David Demeritt (2009): From externality to inputs and interference: framing environmental research in geography. In: Transactions of the Institute of British Geographers 34 (1), pp. 3–11
  7. Arild Holt-Jensen (1999): Geography - History and Concepts: A Student's Guide. London: SAGE. ISBN 9780761961802