გროსე-შაიდეგის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გროსე-შაიდეგის უღელტეხილი | |
|---|---|
ჩრდილოეთით მოჩანს ვატერჰორნი. ქვევით, მარცხნივ, გროსე-შაიდეგის უღელტეხილია |
|
| ტიპი | უღელტეხილი |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 1962 მ |
| მდებარეობა | ბერნის ალპები |
გროსე-შაიდეგის უღელტეხილი (გერმ. Grosse Scheidegg) — უღელტეხილი ბერნის ალპებში, შვეიცარიაში. სიმაღლე 1962 მ. ერთმანეთთან აკავშირებს გრინდელვალდისა და მაირინგენის კომუნებს. აღმართულია ვეტერჰორნისა (3692 მ) და შვარცჰორნის (2928 მ) მწვერვალებს შორის. უღელტეხილზე გადადის საავტომობილო გზა, რომელიც ზაფხულობით ემსახურება ავტობუსით მიმოსვლას გრინდელვალდსა და მაირინგენს შორის. კერძო ტრანსპორტით მოძრაობა შეზღუდულია.
ზაფხულში უღელტეხილი ველოტურისტების პოპულარული ადგილია. გადასასვლელის უნაგირის სიახლოვეს მდებარეობს სასტუმრო, რესტორანთან ერთად, რომელიც მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებს. აქვეა კლაინე-შაიდეგის უღელტეხილი (2061 მ), რომელიც 99 მეტრით მაღალია გროსე-შაიდეგზე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „გროსე-შაიდეგის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.- გროსე-შაიდეგის უღელტეხილი (გერმანული)