გეოსტატისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოსტატისტიკა (გეო... და სტატისტიკა) — სტატისტიკის განხრა, რომელიც ფოკუსირებას ახდენს სივრცით ან სივრცისა და დროის მონაცემებზე. ამუშავებს მათემატიკურ თეორიასა და წყვეტს სასარგებლო წიაღისეულის კვლევა-ძიების პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებს. გეოსტატისტიკა ფართოდ იყენებს მათემატიკურ აპარატს. პირველად გეოსტატისტიკა გამოიყენა სამხრეთ აფრიკელმა ინჟინერმა დენი კრიგემ ვიტვატერსრანდის მაღაროსთვის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). დენი კრიგეს სახელს ატარებს გეოსტატისტიკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი მეთოდი — კრიგინგი. ფრანგმა მეცნიერმა ჟორჟ მათერონმა ყურადღება მაიქცია კრიგეს ნაშრომებს და შეიმუშავა გეოსტატისტიკური მიდგომა, როგორც სივრცითი ცვლილებების თეორია. მათგან დამოუკიდებლად, ლევ განდინიმ მეტეოველების ობიექტური ანალიზისათვის შექმნა ოპტიმალური ინტერპოლაციის თეორია, რომელიც შეიცავდა გეოსტატისტიკური თეორიის საფუძვლებს. გეოსტატისტიკის ფუძემდებელია ფრანგი მათემატიკოსი და გეოლოგი ჟორჟ მათერონი, (1930-2000), რომელმაც გამოაქვეყნა რიგი თეორიული ნაშრომი ამ დარგში, რომელთაგან აღსანიშნავია ორტომიანი მონოგრაფია (მათერონი, 1962, 1963). გეოსტატისტიკის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დენი კრიგეს, დე ვეისის, ჰერბერტ ზიხელისა და სხვათა შრომებმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. Под редакцией К. Н. Паффенгольца и др.. 1978.