მესამეული სისტემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესამეული პერიოდის ანაბეჭდი ქვაზე

მესამეული სისტემა (პერიოდი)კაინოზოური ჯგუფის (ერის) პირველი სისტემა (პერიოდი). ტერმინი „მესამეული სისტემა“ შემოიღო იტალიელმა გეოლოგმა არდუინომ 1759 წელს. მესამეული სისტემის ნალექები განლაგებულია ცარცული სისტემის ნალექებზე და დაფარულია ანთროპოგენური (მეოთხეული) სისტემის ნალექებით. 1959 წლიდან ყოფილ სსრკ-ში მესამეული სისტემა (პერიოდი)-ის ნაცვლად გამოყოფენ პალეოგენურ სისტემას (პერიოდი) და ნეოგენურ სისტემას (პერიოდს), რომლებიც ადრე მესამეული სისტემა(პერიოდი) სექციებად (ეპოქებად) ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 597, თბ., 1983