საფრანგეთის ალპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფრანგეთის ალპები
MassifduMontBlanc large.jpg
მონბლანის მასივი
ადგილმდებარეობა
კონტინენტი ევროპა
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
გეოგრაფია
სიგრძე 330 კმ

საფრანგეთის ალპები — დასავლეთ ალპების ნაწილი საფრანგეთში. მოქცეულია რონა-ალპებისა და პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის ფარგლებში. სიგრძე დაახლოებით 330 კმ. განარჩევენ მთიან-მყინვარულ რელიეფიან (მონბლანის მასივი, კოტისა და გრაის ალპები და სხვ.), წიწვოვანი ტყით, სუბალპური და ალპური მდელოებით შემოსილ ჩრდილოეთ საფრანგეთის ალპებს და შედარებით დაბალ სამხრეთ საფრანგეთის ალპებს (პროვანსისა და ზღვისპირა ალპები), რომლისთვისაც დამახასიათებელია ხმელთაშუა ზღვის ჰავისა და ლანდშაფტის ელემენტები. გეოლოგიური თვალსაზრისით მეტად მრავალფეროვანია. აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. საფრანგეთის ალპების ფარგლებში მდებარეობს ქალაქები: გრენობლი, შამონი, ანესი, შამბერი, ალბერვილე.

საფრანგეთის ალპების ფარგლებშია: გრაის ალპები, დოფინეს ალპები, კოტის ალპები, ზღვისპირა ალპები, სავოიის ალპები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]