ჩარლზ ლაიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩარლზ ლაიელი

ჩარლზ ლაიელი
ჩარლზ ლაიელი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი 1797
დაბადების ადგილი კინორდი, შოტლანდია
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი 1875
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ჩარლზ ლაიელი (ინგლ. Sir Charles Lyell; დ. 14 ნოემბერი 1797, კინორდი, შოტლანდია — გ. 22 თებერვალი 1875, ლონდონი) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი.

ჩარლზ ლაიელმა დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1819). 1827 წლიდან მუშაობა დაიწყო გეოლოგიაში. ბევრი იმოგზაურა ინგლისში, შოტლანდიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში. 1830-1833 წლებში გამოაქვეყნა სამტომიანი ნაშრომი „გეოლოგიის საფუძვლები“, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ბუნებისმეტყველებაში.

ჟორჟ კიუვიეს კატასტროფების თეორიის საპირისპიროდ ლაიელმა ჩამოაყალიბა აქტუალიზმის პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ბუნების მატერიალისტური გაგების გზაზე და წარსული გეოლოგიური პროცესების კვლევის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდი გახდა. ლაიელის აქტუალიზმის ნაკლი მხოლოდ ის იყო, რომ მას დედამიწაზე მოქმედი ძალები დროში უცვლელად მიაჩნდა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ლაიელის შრომები მესამეული სისტემის (პერიოდის) სტრატიგრაფიის და ვულკანოლოგიის დარგში; მანვე საფუძველი ჩაუყარა ქანების თანამედროვე კლასიფიკაციას.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Основные начала геологии или новейшие изменения Земли и её обитателей, т. 1—2, М., 1866;
  • Руководство к геологии, или древние изменения Земли и её обитателей по свидетельству геологических памятников, т. 1—2, СПБ. 1866—78.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]