რუხი კურდღელი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რუხი კურდღელი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Lepus europaeus | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
| არეალი | ||||||||||||
|
რუხი კურდღელი (ლათ. Lepus europaeus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 57-68 სმ, წონა 4-6 კგ. 7 კგ-მდე იშვიათად იზრდება. დამახასიათებელია სხეულის მსხვილი აღნაგობა. გარეგნულად თეთრანასგან განსხვავდება შედარებით გრძელი ყურებითა (9,4-14 სმ) და კუდით (7,2-14 სმ). თვალები მოყავისფრო-მოწითალოა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. გვხვდება საქართველოშიც. ნამარხი სახეობები ცნობილია აზერბაიჯანისა და ყირიმის ნახევარკუნძულის პლეისტოცენური ნალექებიდან. ბინადრობს ღია ადგილებში, ტყე-სტეპის, სტეპისა და ნახევარუდაბნო-სტეპის ლანდშაფტებში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რუხი კურდღელი (რუსული)
- რუხი კურდღელი (რუსული)