იუნგფრაუიოხის უღელტეხილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| იუნგფრაუიოხის უღელტეხილი | |
|---|---|
| ტიპი | უღელტეხილი |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 3471 მ |
| მდებარეობა | ბერნის ალპები |
იუნგფრაუიოხის უღელტეხილი (გერმ. Jungfraujoch) — უღელტეხილი ბერნის ალპებში. სიმაღლე 3471 მ. აკავშირებს იუნგფრაუსა და მენხის მწვერვალებს. უნაგირა დაფარულია ფირნითა და ყინულით. უღელტეხილიდან იშლება ხედი ალპების ყველაზე გრძელ მყინვარზე — ალეჩზე. 600 მ-ის მოშორებით აღმართულია ეგრეთ წოდებული „სფინქსი“ — კლდოვანი პიკი, რომლის სიმაღლეა 3571 მ. მასზე გაშენებულია მეტეოსადგური. იუნგფრაუიოხის უღელტეხილის გავლით გაჭრილია იუნგფრაუს სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეა 9 კმ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იუნგფრაუიოხის უღელტეხილი“ ვიკისაწყობში.- იუნგფრაუიოხის უღელტეხილი (გერმანული)