კარპატები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარპატები
ფოტო
ტატრები. პოლონეთი
კონტინენტი

ევროპა

ქვეყნები

დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი
დროშა: პოლონეთი პოლონეთი
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
დროშა: უნგრეთი უნგრეთი
დროშა: უკრაინა უკრაინა
დროშა: რუმინეთი რუმინეთი
დროშა: სერბეთი სერბეთი
დროშა: ავსტრია ავსტრია

აგებულია

ცარცული და პალეოგენური ფლიშური ქანები

სიგრძე

1500 კმ

სიგანე

430 კმ

მწვერვალი

გერლახოვსკი-შტიტი

სიმაღლე

2654.4

ქალაქები

ბრატისლავა

კარპატები (ჩეხ. Karpaty; პოლ. Karpaty; სლოვაკ. Karpaty; უნგრ. Kárpátok; უკრ. Карпати; რუმ. Carpaţi; სერბ. Karpati) — მთათა სისტემა ცენტრალურ ევროპაში, სლოვაკიის, უნგრეთის, პოლონეთის, უკრაინის, რუმინეთის, სერბეთისა და ნაწილობრივ ავსტრიის ტერიტორიაზე.

კარპატების მთების რკალი ალპების აღმოსავლეთ გაგრძელებას წარმოადგენს და ვენის აუზის ზემო მესამეული ტექტონიკური ქვაბულითაა დაშორებული მისგან, ამ აუზის განაპირა ქედი — ლაიტა-გებირგეს მთები, დუნაიმდე აღწევს და მდინარის მეორე მხარეზე მცირე კარპატების ქედში გრძელდება. ამ ადგილას დუნაის ხეობა შევიწროებულია, ხოლო ნაპირები — ამაღლებული; აქ მდებარეობს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა. ამრიგად, ალპებსა და კარპატებს შორის არსებობს უშუალო ოროგრაფიული ზღუდარი. შუა ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს მთათა სისტემას შორის უფრო მჭიდრო კავშირი მათ ტექტონიკურ აგებულებაში მჟღავნდება — შარიაჟული საფარები გრანდიოზულადაა დაზვინული და მესამეული დანაოჭებაც მძლავრად არის გამოვლინებული, თუმცა ტექტონიკა მთელი რიგი არსებითი ნიშნებით განსხვავდება ალპებისაგან; კიდევ უფრო მნიშნვნელოვანია განსხვავებანი ამ მთების გეომორფოლოგიაში.

კარპატების რკალი თავისი ჩრდილო-დასავლეთი კიდით, თითქოს, ბოჰემიის მასივს სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეს ებჯინება. აქედან მთები წარმოშობენ შვერილს ჩრდილოეთისაკენ, თანდათან იღუნებიან და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გადადიან სამხრეთ-აღმოსავლეთისაში, შემდეგ მძლავრი ქედის სახით მიიმართებიან ძველი რუსეთის ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ კიდის გასწვრივ. კარპატები ამ მანძილზე ქმნიან თავის მთავარ რკალს, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთისკენაა გამოზნექილი. სამხრეთ ნაწილში კარპატები მკვეთრად იხრებიან სამხრეთ-დასავლეთისაკენ; აქ თითქოს წარმოიშობა დამოუკიდებელი რკალი, რომელიც ჩრდილოეთიდან ფარგლავს ქვემო დუნაის დაბლობს. კარპატები ხელახლა უახლოვდება დუნაის, რომელიც კვეთს მას რკინის ჭიშკრის ხოებაში. დუნაის სამხრეთთ მდებარე მთების რკალის გაგრძელება უკვე ბალკანეთის მთების სისტემაში შედის.

კარპატების რკალის სიგრძე 1500 კმ-ს აღემატება; სიგრძით ის თითქმის ალპების ზომისაა, თუმცა კარპატები ალპებზე გაცილებით უფრო მცირე სიმაღლისა და სიგანისაა, მისი მთიანეთის საერთო სიმძლავრეც ნაკლებია. ვერტიკალური და ტექტონიკური ზონები ალპებში განუწყვეტელია მთების მთელ მანძილზე, კარპატებში კი არ არის მთიანი სისტემის ასეთი მთლიანობა. მთების სარტყელი ზოგან ძლიერ დაბლდება, ვიწროვდება და, გარდა ამისა, იყოფა ცალკეულ ნაწილებად და მასივებად, რომლებიც დაშორებული არიან ერთმანეთისაგან მთებში ღრმად ჩაჭრილი ვარდნობებითა და ქვაბულებით. ყველაზე დიდ სიმაღლეს და სიგანეს კარპატები აღწევს თავის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, იქ სადაც მაღალი ტატრა მდებარეობს, რომელიც მოქცეულია სლოვაკეთისა და პოლონეთის ტერიტორიაზე. მაღალი ტატრის მასივის უმაღლესი მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი — 2,654.4 მ აღწევს.

კარპატები კულისისებრ განლაგებული, გასწვრივი და განივი ხეობებით დანაწევრებული მთის მასივებისა და ქედების რთული სისტემაა. მთათა რკალი 3 ნიწილად იყოფა: დასავლეთი კარპატები, აღმოსავლეთი კარპატები და სამხრეთი კარპატები. კარპატებში შედის აგრეთვე დასავლეთი რუმინეთის მთები და ტრანსილვანიის ვრცელი პლატო. კარპატების რკალის გარე კიდის გასწვრივ ვრცელდება მთისწინეთის ზოლი, რომლის სიგანეა 40-60 კმ.

გამოჩენილი ადამიანები [რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: