ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უფლისციხე, საქართველო
მაჩუ-პიქჩუ, პერუ

ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“[1]

ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6,6 %-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4,7 %-იანი ზრდა იყო.[2] 2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2%-ით იკლო.[3] ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღებული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამის კუნძულები, ფიჯი, მალდივები, ფილიპინები, სეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.

მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა სასულიერო პირმა თომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 450-მა ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით Thomas Cook and Son.

XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტიანი საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს — 170 მილიონს, 1990 წელს — 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.

ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.

მსოფლიო ტურიზმის სტატისტიკა და შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს 10 ყველაზე მონახულებადი სახელმწიფო

2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტი იყო.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო ტურისტების მიერ მსოფლიოს ათი ყველაზე მონახულებადი ქვეყანა, რასაც აქვეყნებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზცია. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2009 წელთან შედარებით ჩინეთმა გაუსწრო ესპანეთს, ერთი საფეხურით წინ წაიწია და მსოფლიოს მესამე ყველაზე მონახულებადი ქვეყანა გახდა. ათეულში შემავალი ქვეყნების უმრავლესობა ევროპული სახელმწიფოებია.

რანგი ქვეყანა მტოს
რეგიონული
დაყოფა [4]
საერთაშორისო
ტურისტული
ჩასვლები
(2013)[5]
საერთაშორისო
ტურისტული
ჩასვლები
(2012)[5]
ცვლილება
2012/2013
(%)
ცვლილება
2011/2012
(%)
1 დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი ევროპა 84.7 მილიონი 83.0 მილიონი 2.0 1.8
2 დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ ჩრდილოეთი ამერიკა 69.8 მილიონი 66.7 მილიონი 4.7 6.3
3 დროშა: ესპანეთი ესპანეთი ევროპა 60.7 მილიონი 57.5 მილიონი 5.6 2.3
4 დროშა: ჩინეთი ჩინეთი აზია 55.7 მილიონი 57.7 მილიონი 3.5 0.3
5 იტალიის დროშა იტალია ევროპა 47.7 მილიონი 46.4 მილიონი 2.9 0.5
6 დროშა: თურქეთი თურქეთი ევროპა 37.8 მილიონი 35.7 მილიონი 5.9 3.0
7 დროშა: გერმანია გერმანია ევროპა 31.5 მილიონი 30.4 მილიონი 3.7 7.3
8 დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო ევროპა 31.2 მილიონი 29.3 მილიონი 6.4 0.1
9 დროშა: რუსეთი რუსეთი ევროპა 28.4 მილიონი 24.7 მილიონი 11.2 13.5
10 ტაილანდის დროშა ტაილანდი აზია 26.5 მილიონი 22.4 მილიონი 8.8 9.1

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო),[6] რაც 2009 წელთან შედარებით 4.7%-იანი ზრდა იყო. ცხრილში მოცემულია 2010 წლის მოწინავე ქვეყნების ათეული შემოსავლების მხრივ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა ევროპული ქვეყნებია, მაგრამ ლიდერობას კვლავ აშშ განაგრძობს.

რანგი ქვეყანა მტოს
რეგიონული
დაყოფა
საერთაშორისო
ტურიზმის
შემოსავლები
(2010)[2]
1 აშშ-ის დროშა აშშ ჩრდილოეთი ამერიკა $103.5 მილიარდი
2 ესპანეთის დროშა ესპანეთი ევროპა $52.5 მილიარდი
3 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ევროპა $46.3 მილიარდი
4 ჩინეთის დროშა ჩინეთი აზია $45.8 მილიარდი
5 იტალიის დროშა იტალია ევროპა $38.8 მილიარდი
6 გერმანიის დროშა გერმანია ევროპა $34.7 მილიარდი
7 გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ევროპა $30.4 მილიარდი
8 ავსტრალიის დროშა ავსტრალია ოკეანეთი $30.1 მილიარდი
9 ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი (ჩინეთი) აზია $23.0 მილიარდი
10 თურქეთის დროშა თურქეთი ევროპა $20.8 მილიარდი

საერთაშორისო ტურიზმის დანახარჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების ათეული, რომელთაც 2010 ყველაზე მეტი დახარჯეს საერთაშორისო ტურიზმში (ტურისტების გენერატორი ქვეყნები)

რანგი ქვეყანა მტოს
რეგიონული
დაყოფა
საერთაშორისო
ტურიზმის
დანახარჯები
(2010)[2]
1 გერმანიის დროშა გერმანია ევროპა $77.7 მილიარდი
2 აშშ-ის დროშა აშშ ჩრდილოეთი ამერიკა $75.5 მილიარდი
3 ჩინეთის დროშა ჩინეთი აზია $54.9 billion
4 გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ევროპა $48.6 მილიარდი
5 საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ევროპა $39.4 მილიარდი
6 კანადის დროშა კანადა ჩრდილოეთი ამერიკა $29.5 მილიარდი
7 იაპონიის დროშა იაპონია აზია $27.9 მილიარდი
8 იტალიის დროშა იტალია ევროპა $27.1 მილიარდი
9 რუსეთის დროშა რუსეთი ევროპა $26.5 მილიარდი
10 ავსტრალიის დროშა ავსტრალია ოკეანეთი $22.5 მილიარდი

საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის მხრივ ყველაზე მონახულებადი ქალაქები ერთ წელში
ქალაქი ქვეყანა საერთაშორისო
ტურისტები
(მილიონი)
წელი/შენიშვნები
პარიზი დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 15.1 2010[7]
ლონდონი დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო 14.6 2010[8]
ნიუ-იორკი დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ 9.7 2010[9]
ანტალია დროშა: თურქეთი თურქეთი 9.2 2010[10]
სინგაპური სინგაპურის დროშა სინგაპური 9.2 2010[11]
კუალა-ლუმპური დროშა: მალაიზია მალაიზია 8.9 2010[12]
ჰონგ-კონგი ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 8.4 2010 (არ შედის მნახველები კონტინენტური ჩინეთიდან)[13]
დუბაი დროშა: არაბთა გაერთიანებული საამიროები არაბთა გაერთიანებული საამიროები 8.3 2010[14]
ბანგკოკი ტაილანდის დროშა ტაილანდი 7.2 2010[15]
სტამბოლი დროშა: თურქეთი თურქეთი 6.9 2010[10]

ტურიზმის სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმის ობიექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურისტული კომპანიები საქართველოში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. UNWTO technical manual: Collection of Tourism Expenditure Statistics (PDF). World Tourism Organization (1995). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-22. ციტირების თარიღი: 2009-03-26.
  2. 2.0 2.1 2.2 UNWTO Tourism Highlights - 2011 Edition. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-05. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი 2011.
  3. „UNWTO World Tourism Barometer June 2008“ (PDF). 6 (2). World Tourism Organization. June, 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-01. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. See [1] დაარქივებული 2018-11-15 საიტზე Wayback Machine. Retrieved 14 November 2012.
  5. 5.0 5.1 2014 Tourism Highlights. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
  6. World Tourism Organization releases tourist arrival statistics (worldtourismdirectory.com). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-01. ციტირების თარიღი: 2011-09-18.
  7. Estimation extrapolated from Paris's tourism office : Key figures დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
  8. Visit Britain. Visit Britain (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 18 May 2011.
  9. International Visitors to NYC 2009. NYC & Company (2010). ციტირების თარიღი: 2 June 2010.
  10. 10.0 10.1 Number of Arriving-Departing Foreigners and Citizens. Tourism Statistics. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 28 January 2011.
  11. UNWTO Highlights - 2011 Edition. UNWTO Highlights - 2011 Edition (1 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 1 July 2011.
  12. Malaysia Hotel Guests by State, January-December 2010: Kuala Lumpur. Tourism Malaysia (March 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 09 April 2011.
  13. 2010 YEARLY VISITOR ARRIVALS & SPENDING HIT NEW HEIGHTS. ჰონგ-კონგის ტურიზმის სააგენტო (26 January 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 15 March 2011.
  14. Department of Tourism and Commerce Marketing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-24. ციტირების თარიღი: 2011-09-18.
  15. Department of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-04. ციტირების თარიღი: 2012-06-04.