ალპური მსროლელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერმანელი ალპური მსროლელები. 1941 წელი

ალპური მსროლელებიიტალიისა და საფრანგეთის არმიებში მთებში ბრძოლისათვის განკუთვნილი სპეციალური ნაწილები (შენაერთები). დაკომპლექტებულია უმთავრესად მთიელებით. მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-გერმანიის ფრონტზე მოქმედებდა იტალიის 3 ალპური დივიზია, რომელიც საბჭოთა ჯარებმა გაანადგურეს. 1968 წელს იტალიის სახმელეთო ჯარის შემადგენლობაში შედიოდა 2 სამთო-ქვეითი დივიზია, 5 ცალკე ალპური ბრიგადა და რამდენიმე ალპური ბატალიონი (ჯგუფი), საფრანგეთის სახმელეთო ჯარებში — რამდენიმე ცალკე ალპური ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]