მოზელი (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 545 კმ |
| აუზის ფართობი | 28,286 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ვოგეზები |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | რაინი |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | ნანსი მეცი |
მოზელი (გერმ. Mosel, ფრანგ. Moselle, ლუქს. Musel) — მდინარე საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში. სიგრძე 545 კმ, აუზის ფართობი 28,286 კმ². მდინარე რაინის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ვოგეზებში, ზღვის დონიდან 715 მ სიმაღლეზე. უმთავრესად მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობაში. ქმნის ამავე სახელწოდების ხეობას. მთავარი შენაკადებია: საარი, რუვერი, ავიერა. წყალმოვარდნები იცის ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა ზემო დინებამდე. მოზელს კვეთს მარნა-რაინის არხი, აღმოსავლეთის არხით შეერთებულია მდინარე სონასთან.
აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ნანსი, მეცი, კობლენცი. მოზელის ხეობა მევენახეობისა და მეღვინეობის რაიონია. წყლის საშუალო ხარჯი 290 მ³/წმ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მოზელი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- მოზელი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)