მინჩო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 75 კმ |
| აუზის ფართობი | 2 859 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | გარდა |
| კოორდინატები |
/ |
| ჩაედინება | პო |
| ქვეყნები | |
მინჩო (იტალ. Mincio) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში. მდინარე პოს მარცხენა შენაკადი. სიგრძე 75 კმ, აუზის ფართობი 2.859 კმ². მინჩოს სათავეა მდინარე სარკა, რომელიც გარდის ტბას ერთვის. აქედან გამომავალი მდინარე მინჩოს სახელითაა ცნობილი. მიედინება პადანის დაბლობზე. ორივე მდინარის სიგრძე (ტბასთან ერთად) შეადგენს 194 კილომეტრს.
589 წლამდე მდინარე მინჩო ქალაქ ადრიის სიახლოვეს ჩაედინებოდა ადრიატიკის ზღვაში. 589 წელს მდინარე ადიჯეზე მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო შეიცვალა ადგილობრივი ლანდშაფტი და მინჩოს კალაპოტი სამხრეთისაკენ წაიწია, სადაც მდინარე პოს შეურთდა.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მდინარე მინჩო – ინფორმაცია (გერმანული)