ჰიდროგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიდროგრაფიის შესწავლის ერთ-ერთი ობიექტი — ტბა

ჰიდროგრაფია 1) ხმელეთის ჰიდროლოგიის ნაწილი, რომელიც აღწერს ცალკეულ წყლის ობიექტებს (მდინარეებს, ტბებს, წყალსაცავებს, ჭაობებს, მყინვარებს) და სწავლობს დედამიწაზე წყლის განაწილების გეოგრაფიულ კანონზომიერებებს, წყლის რესურსებზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენას.

2) ოკეანოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ოკეანეებისა და ზღვების ქვაბულებს, სანაოსნო ტრასებს და სხვ. გამოიმუშავებს ნაოსნობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საშუალებებს. წყლის ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეკრებისას მიმართავენ ჰიდროგრაფიულ აგეგმვას.

დასავლეთ ევროპაში ჰიდროგრაფიული კვლევები დაიწყო XVIII საუკუნეში, ამერიკაში კი — XIX საუკუნეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]