ხმელეთი
ხმელეთი — დედამიწის ზედაპირის მონაკვეთი, რომელიც არ არის დაფარული მსოფლიო ოკეანისა და წყლის სხვა მეგა ობიექტებით. ნებისმიერი კუნძულისა თუ კონტინენტის ხმელეთის მონაკვეთს, რომელიც წარმოდგენილია მსხვილი წყლის ობიექტებით (მაგალითად: მდინარეებით, ტბებითა და სხვ.) ამ შემთხვევაში, ასეთ მონაკვეთს, მაინც ხმელეთი ეწოდება.
დედამიწის საერთო ფართობის 149 მლნ. კვ.კმ. ხმელეთზე მოდის, რაც პროცენტული მაჩვენებლით შეადგენს დედამიწის ზედაპირის 29, 2%-ს. დანარჩენი უდიდესი ნაწილი წყალს უკავია.
ხმელეთის ვრცელი უბნებია კონტინენტები, რომელთა რიცხვი შედგენს შვიდს (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ანტარქტიდა, ავსტრალია); თუ მას განვიხილავთ ქვეყნის ნაწილებად ექვსს: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ანტარქტიკა, ავსტრალია ოკეანიით.
ხმელეთის საშუალო სიმაღლეა 875 მ, ხოლო უმაღლესი წერტილი ევერესტი — (8848 მ).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Jan Flis: Szkolny słownik geograficzny. Warszawa: WSiP, 1986, s. 12.
- Рычагов Г. И. - Общая георморфология. М., 2006.