ფურისულა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფურისულა
Primel.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ფურისულასებრნი
გვარი: ფურისულა
ლათინური სახელი
Primula

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ფურისულა (Primula), მცენარეთა გვარი ფურისულასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. ფესვის ყელთან როზეტად შეკრებილი ფოთლები აქვთ. ყვავილის ყვითელი, წითელი ან ვარდისფერია, უმეტესად ქოლგისებრ ყვავილედშია თავმოყრილი. ცნობილია 500 სახეობა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, უპირატესად ზომიერ ზონებში და მთის ალპურ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 22 სახეობა, მათგან 10 კავკასიის ენდემია, ორი - Primula abchasica და Primula saguramica - საქართველოსი. ჩვენში გავრცელებულია დაბლობიდან სუბნივალურ სარტყლამდე, მაგრამ სახეობათა უმეტესობა ალპურ მდელოებსა და ტყეებში იზრდება. ყველაზე ძველის სუბტროპიკული აზიის, ტროპიკული აფრიკისა და სინის ნახევარკუნძულის სახეობები. საქართველოში უძველესი რელიქტური სახეობა Primula magaseifolia, რომელიც აჭარის დაბლობის ტყეებში იზრდება. ბევრი სახეობა შეიცავს საპონინებს, ეთერზეთებს, გლიკოზიდებს და ვიტამინებს. იყენებენ ავიტამინოზისა და ხველების სამკურნალოდ, აგრეთვე ლიქიორ-არყის წარმოებაში. თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეებია. დიდი ხანია შეტანილია კულტურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კ. ქიმერიძე, ქსე, ტ.10, გვ. 429, თბ., 1986