მდინარის აუზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარის აუზის სქემატური გამოსახულება
მსოფლიოს ყველაზე წყალუხვი მდინარის, ამაზონის აუზი (ყვითლად)

მდინარის აუზიდედამიწის ზედაპირი, საიდანაც წყალი ცალკეულ მდინარესა თუ მდინარის ქსელში ჩაედინება. ყოველი მდინარის აუზი შეიცავს ზედაპირულ და მიწისქვეშა წყალშემკრებებს. ზედაპირული წყალშემკრებები დედამიწის ზედაპირის უბანია, რომლიდანაც წყალი მდინარის ქსელში ან მდინარეში ჩაედინება.

მიწისქვეშა წყალშემკრები ფაშარი ქანების შრეებია, რომლებიდანაც წყალი მდინარის ქსელში ჩაედინება. ვინაიდან მიწისქვეშა წყალშემკრების საზღვრების დადგენა პრაქტიკულად ძნელია, მდინარის აუზის განსაზღვრისას მარტო ზედაპურულ წყალშემკრებს გულისხმობენ. საზღვრები ცალკეულ მდინარეთა აუზებს შორის წყალგამყოფებზე გაჰყავთ.

არსებობს გამდინარე და გაუდინარი აუზები.

გაუდინარს უწოდებენ შიგაკონტინენტური ჩამონადენის არეებს, რომლებიც მდინარის მეშვეობით ოკეანეს არ უკავშირდებიან. მდინარია აუზის ფორმა და ზომა სხვადასხვაგვარია, დაკავშირებულია მიდამოს გეოგრაფიულ პირობებთან, რელეიფსა და გეოლოგიურ აგებულებასთან.

მსოფლიოს უდიდესი წყალშემკრები აუზი გააჩნია მდინარე ამაზონს (7180 ათ. კმ²); მას მოსდევს დიდი მდინარეების კონგოსა (3 680 000 კმ²) და მისისიპის (2,981,076 კმ²) აუზები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]