ნაწევი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სან-ანდრეასის ნაწევი (აშშ, კალიფორნია).
ნაწევი — დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაციის ერთ-ერთი სახე, რომელიც წარმოიქმნება ტექტონიკური რღვევის ბაგეების ჰორიზონტალური გადაადგილებით რღვევის სიბრტყის მიმართების გასწვრივ. განარჩევენ მარჯვენა ნაწევს და მარცხენა ნაწევს. ბაგეების გადაადგალების ამპლიტუდა რამდენიმე სმ-იდან ასეულობით კმ აღწევს. ნაწევები უმთავრესად ნაოჭა სისტემებს ახასიათებს და ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 343, თბ., 1984 წელი.